ავღანეთში სამი სამხედრო დაიჭრა

23 ნოემბერი 2017, 00:00 3127 ნახვა

ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში, ბაგრამის საავიაციო ბაზის მიმდებარე ტერიტორიის პატრულირებისას საქართველოს შეიარაღებული ძალების სამი სამხედრო მოსამსახურე მსუბუქად დაიჭრა. განცხადებას საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.

უწყებაში აღნიშნავენ, III ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის სამხედრო მოსამსახურეების მაიორ პაპუნა ხორავას, კაპრალ ომარ ბერიძისა და კაპრალ ნუგზარ ოსანაძეს ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ამ დროისთვის ქართველი სამშვიდობოები ბაგრამის საავიაციო ბაზის სამხედრო ჰოსპიტალში იმყოფებიან, სადაც მათ საჭირო სამედიცინო კვლევები უტარდებათ. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი