სპეცოპერაციის შედეგად 8 ბინა დაზიანდა

23 ნოემბერი 2017, 00:00 2341 ნახვა

წინასწარი ინფორმაციით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეცოპერაციის შედეგად მინიმუმ 8 საცხოვრებელი ბინა დაზიანდა. ისნის გამგეობის ინფორმაციით, აღწერა ჯერ კიდევ მიმდინარეობს და საბოლოო სურათი მოგვიანებით გახდება ცნობილი.

გუშინ ისნის გამგეობას 8 ოჯახმა მიმართა. კორპუსში, სადაც სპეცოპერაცია თითქმის 20 საათის განმავლობაში მიმდინარეობდა, საერთო ჯამში, 72 ოჯახი ცხოვრობს. სპეცოპერაციის ფარგლებში იყო ორმხრივი სროლა, აფეთქებები, რამაც კორპუსის მე-3 და მე-4 სართულებზე მდებარე ბინებში რამდენჯერმე ხანძარიც გამოიწვია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი