ვითარება ამალი-დევდორაკის ხეობაში

24 ივნისი 2016, 00:00 3271 ნახვა

ამალი-დევდორაკის ხეობაში არსებულ მდგომარეობას შინაგან საქმეთა მინისტრი გაეცნო. ადგილზე დილიდან მუშაობენ გეოლოგები, ასევე სტიქიის ზონაში იმყოფებიან შინაგან საქმეთა სამინისტროსა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები. გუშინ მოვარდნილმა ღვარცოფმა მდინარე თერგის კალაპოტის შეცვლა გამოიწვია. ადიდებულმა წყალმა საავტომობილო გზის თბილისი-მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის გარკვეული მონაკვეთი დააზიანა. მომხდართან დაკავშირებით, დაკეტილია სასაზღვრო-გამშვები პუნქტი „დარიალი“ და აღნიშნულ მონაკვეთზე საავტომობილო მოძრაობა. სამაშველო ღონისძიებაში ჩართულია შინაგან საქმეთა სამინისტროს ორი ვეტმფრენი. 

დარიალის ხეობაში გზის აღდგენას დაახლოებით 2 კვირა დასჭირდება--აცხადებს პირველი ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი. ქუმსიშვილმა განაცხადა, სახელმწიფო ბიუჯეტში სტიქიის ლიკვიდაციისთვის საჭირო თანხები გათვალისწინებულია.

ნონა დიასამიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში