ამინდის პროგნოზი

21 ნოემბერი 2017, 00:00 2207 ნახვა

მომდევნო 2 დღის განმავლობაში, საქართველოს ტერიტორიაზე, შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან ცივი და ნოტიო ჰაერის მასები უფრო ინტენსიურად გავრცელდება, რის გამოც - მოსალოდნელია, ჰაერის ტემპერატურის მნიშვნელოვანი დაკლება, წვიმა, მთაში თოვლი, მაღალმთიან ზონაში ქარბუქი, ზღვაზე 6 ბალიანი შტორმი. მოსალოდნელმა ძლიერმა ნალექებმა შესაძლებელია მეწყრულ-ღვარცოფული პროცესების და მაღალმთიან ზონაში თოვლის ზვავების ფორმირება გამოიწვიოს. ამინდის მოსალოდნელ გაუარესებასთან დაკავშირებით ბათუმის მერია განცხადებას ავრცელებს, სადაც აღნიშნულია რომ ბათუმის წყლის მობილურმა ჯგუფებმა დილიდანვე დაიწყეს პრევენციული ღონისძიებების გატარება და გაწმინდეს რამდენიმე ქუჩაზე არსებული სანიაღვრე არხები და სანიაღვრე ჭები. საჭიროების შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ბათუმის წყლის ცხელი ხაზის ნომერზე : 24 22 22. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი