ევროპარლამენტის გრანტი

20 ნოემბერი 2017, 00:00 2375 ნახვა

ევროპარლამენტის საერთაშორისო ვაჭრობის კომიტეტი 22 ნოემბერს საქართველოსთვის 45 მილიონი ევროს ოდენობით მაკრო-ფინანსური დახმარების საკითხს განიხილავს. დოკუმენტის განმარტებით ბარათში ნათქვამია, რომ საქართველოს საფინანსო სისტემა ჯანსაღია, რაც დიდწილად განპირობებულია ეროვნული ბანკის მიერ განხორციელებული წინდახედული ზედამხედველობით, თუმცა იზრდება ფისკალური დეფიციტი, ხოლო ლარი ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად გაუფასურდა.

ევროპარლამენტის და ევროკავშირის საბჭოს მიერ დამტკიცების შემთხვევაში, აღნიშნული მაკრო-ფინანსური მხარდაჭერის ოპერაცია იქნება მესამე 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის შემდეგ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი