ქართველების დეპორტაციის საკითხზე უკრაინაში საქართველოს საელჩომ განცხადება გაავრცელა. “ ხსენებული მოქალაქეები, - უკრაინის უსაფრთხოების სამსახურის, ეროვნული პოლიციის, სახელმწიფო საემიგრაციო და სასაზღვრო სამსახურების მიერ, ერთობლივად ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, იძულების წესით იქნენ დაბრუნებულნი საქართველოში - საქმიანობისათვის, რომელიც ეწინააღმდეგება უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფის ინტერესებს. აღნიშნულით ხსნის უკრაინული მხარე დაბრუნებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნაკლებ დეტალიზაციას. საელჩო აგრძელებს უკრაინულ მხარესთან ინტენსიურ კომუნიკაციას.”- აღნიშნულია განცხადებაში.