კომპანიის წარმომადგენელი: ''მუშებს ეგონათ ქვევრში განძი იქნებოდა''

20 ნოემბერი 2017, 00:00 10808 ნახვა

"მუშებს ეგონათ, ბავშვური ზღაპრებიდან გამოყოლილი, ქვევრში განძი იქნება ან რამეო, ამიტომ შეტყობინება კომპანიაში არ გააკეთეს და გატეხეს ქვევრი. საქმის მწარმოებელი აქ არ იყო, რამდენიმე წუთში მოხდა ეს შემთხვევა, თანაც 600 მუშას ზედამხედველს თავზე ვერ დავაყენებთ" - ამბობს კომპანიის მენეჯერის მოადგილე, რომელიც თამარის დასახლებაში წყლისა და კანალიზაციის სისტემის რეაბილიტაციას ახორციელებს.

კომპანიის წარმომადგენელი ალექსანდრე ბაღათურია ამტკიცებს, რომ ქვევრს არანაერი ღირებულება არ აქვს, ამიტომ მისთვის გაუგებარია რა პასუხისმგებლობაზე ეკითხებიან ჟურნალისტები.

"არაკვალიფიციურმა მუშამ იპოვა და თავად გატეხა, კომპანიის პასუხისმგებლობა რა უნდა იყოს? ამ ქვევრს არანაერი ღირებულება არ აქვს, ჩვენ გავაფრთხილებთ კიდევ მუშებს, რომ მეორედ თუ საგანძურს წავაწყდით, მსგავსი შემთხვევა არ გამეორდეს. კომპანია გონიოშიც აწარმოებდა სამუშაოებს და იქ არაფერი მსგავსი არ მომხდარა, აქაც დარწმუნებული ვიყავით, რომ მსგავსი არ იქნებოდა. განათლების ნაკლებობაა, თუმცა განათლება რომ ჰქონოდა მუშა არ იქნებოდა," - ამბობს ბაღათურია.  

ბათუმში, თამარის დასახლებაში, კანალიზაციის ქსელის სარეაბილიტაციო სამუშაოების დროს, მიწის ქვედა ფენებში, მუშებმა ქვევრი აღმოაჩინეს. უვნებლად შემონახული ექსპონატი, აღმოჩენიდან მალევე განადგურდა. სარეაბილიტაციო სამუშაოებზე დასაქმებულებმა ქვევრი ჯერ ხელით, შემდეგ ქვით და ბოლოს ტრაქტორის დახმარებით ჩამოამტვრიეს.

​წინასწარი დათვალიერების საფუძველზე, არქეოლოგები ამბობენ, რომ ქვევრი განვითარებული შუასაუკუნეების, მე-11 მე-13 საუკუნეების პერიოდის უნდა იყოს. "შემთხვევითი აღმოჩენა ძალიან საინტერესოა. დავამტკიცეთ, რომ ამიერკავკასიაში ბერძნულ სამყაროსთან ურთიერთობების პირველი ნივთიერი მტკიცება აქ არის," - ამბობს კახიძე. 

მერიაში აცხადებენ, რომ ფაქტის შესახებ მათთან ინფორმაცია არ შესულა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი