უკრაინიდან დეპორტირებული 8 ქართველი საქართველოში ჩამოვიდა

19 ნოემბერი 2017, 00:00 2921 ნახვა
უკრაინიდან დეპორტირებული 8 ქართველი საქართველოში ჩამოვიდა - ინფორმაციას სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2 ავრცელებს. დეპორტირებული საქართველოს მოქალაქეები ბორნით ფოთის პორტში ჩამოიყვანეს, ისინი საპასპორტო კონტროლის გავლას ელოდებიან. უკრაინიდან გამოძევებულთა​ შორის არის რუსთავი2-ის კიევის ბიუროს ოპერატორი თამაზ შავშიშვილი და ქართველი მებრძოლები, რომელთა ადგილმდებარეობა, ორი დღის განმავლობაში, უცნობი იყო. დეპორტირებულებს ნათესავები თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებოდნენ. 8 საქართველოს მოქალაქე, უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, უკრაინის ტერიტორიაზე უკანონოდ იმყოფებოდნენ. საქართველოს ექსპრეზიდენტის და ამჟამად “უკრაინის ახალ ძალთა მოძრაობის” ლიდერის, მიხეილ სააკაშვილის ინფორმაციით კი, ქართველებს ქვეყანა მასთან ურთიერთობის გამო დაატოვებინეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი