სამეთაურო-საშტაბო სწავლება „დიდგორი 2017“ დასრულდა. მასში მონაწილეობა ათასზე მეტმა სამთავრობო უწყების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მიიღეს.
სამეთაურო-საშტაბო სწავლების მიზანი გენერალურ შტაბსა და სარდლობებს შორის სტრატეგიულ და ოპერატიულ დონეზე ურთიერთგაგებისა და კორდინაციის გაღრმავება, ასევე კრიზისული და საომარი სიტუაციების დროს სამთავრობო უწყებებს შორის ურთიერთქმედების დახვეწა იყო.