შეხვედრა სტუდენტებთან

17 ნოემბერი 2017, 00:00 2608 ნახვა

რიზეს გუბერნიაში აჭარის დელეგაციის წევრების ვიზიტი გუშინ ღამით რიზეს, რეჯებ ტაიპ ერდოღანის სახელობის უნივერსიტეტში სტუმრობით დასრულდა. ქართულ დელეგაციას უნივერსიტეტის რექტორმა უმასპინძლა. ეს არის თურქეთის რესპუბლიკაში რიგით მეოთხე უნივერსიტეტი, სადაც ქართული ენისა და ლიტერატურის სპეციალობა ისწავლება.

ამ ეტაპზე უნივერსიტეტში ქართულს პირველი და მეორე კურსელი 30 სტუდენტი ეუფლება. მათ საბაკალავრო პროგრამით ქართულ ენასა და ლიტერატურას ბათუმის შოთა რუსთაველის და ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორები ასწავლიან.

მოგვიანებით, უნივერსიტეტის სააქტო დარბაზში კონცერტი გაიმართა, რომელშიც სახელმწიფო ანსამბლები “ბათუმი” და “ხორუმი” მონაწილეობდნენ.  

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი