ტოლერანტობის სკვერი

16 ნოემბერი 2017, 00:00 3799 ნახვა

ტოლერანტთა სკვერი ბათუმში. სიმბოლურად ასე უწოდეს ტერიტორიას, რომელიც ''ტოლერანტთა ცენტრის'' მოხალისეებმა დღეს გაამწვანეს. მერიის მიერ წინასწარ გამოყოფილ  მონაკვეთზე - ბაგრატიონისა და სერგი მესხის ქუჩების მიმდებარედ სხვადასხვა სახეობის მცენარეები დარგეს.

''თავისუფალ ჟურნალისტთა სახლის'' მიერ ორგანიზებულ გამწვანების აქციაში ეთნიკური უმცირესობის წარმომადგენლები მონაწილეობდნენ. აქტივობა ტოლერანტობის საერთაშორისო დღეს უკავშირდება.

ამავე კატეგორიაში