ენერგო კომპანიის განცხადება

23 ივნისი 2016, 00:00 5089 ნახვა

სელიმ ხიმშიაშვილის ქუჩის 58 ნომრის მიმდებარე ტერიტორიაზე კომპანია ,,ენერგო პრო ჯორჯია” დაზიანებული ელექტროგადამცემი ხაზის რეაბილიტაციას ახორციელებს, რის გამოც დღის ბოლომდე აღნიშნულ ტერიტორიაზე მოძრაობა შეფერხებული იქნება. ენერგოკომპანიაში აცხადებენ, რომ შექმნილი პრობლემის გამო, ქუჩის გადათხრაც გახდა აუცილებელი, გუშინ გვიან ღამით აღნიშნულ მისამართზე ელექტროგადამცემი ხაზის აფეთქება მოხდა. ავთანდილ დვალიშვილი ,,ახალ ამბებთან” სატელეფონო საუბარში განმარტავს, რომ სამუშაოები დღის ბოლომდე დასრულდება.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში