თავდაცვის მინისტრი ამერიკის შეერთებულ შტატებში ვიზიტს განაგრძობს. ვიზიტის მეორე დღე ლევან იზორიამ აშშ-ის სენატში შეხვედრით დაიწყო. მხარეებმა საქართველოსა და აშშ-ს შორის თავდაცვის სფეროში თანამშრომლობის გაძლიერების საკითხები განიხილეს.
ლევან იზორიამ ამერიკელ სენატორს თავდაცვის სფეროში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმების გააცნო.
ვიზიტის ფარგლებში თავდაცვის მინისტრი უკვე შეხვდა ამერიკელ კოლეგას ჯეიმს მატისს. ასევე დაგეგმილია შეხვედრა პრეზიდენტის მრჩეველთან ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში.