ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტმა ათას 128 კურსდამთავრებული გააცილა-სტუდენტების დაჯილდოვების ცერემონია უნივერსიტეტის ეზოში სპეციალურად ამ დღისთვის მოწყობილ სცენაზე, საზეიმო ვითარებაში გაიმართა. მანტიებში გამოწყობილ სტუდენტებს სიგელები გადასცეს, კურსდამთავრებულებს სწავლის დასრულება მიულოცეს უნივერსიტეტის ხელმძღვანელობამ და აჭარის მთავრობის და უმაღლესი საბჭოს წარმომადგენლებმა. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში მოეწყო უნივერსიტეტის ინოვაციური ლაბორატორიის, სტუდენტების ნამუშევრების გამოფენა. ღონისძიებაზე მაყურებლის წინაშე წარსდგნენ, უნივერსიტეტის ქორეოგრაფიული ანსამბლი "ტბეთი" და მუსიკალური ბენდი "კალისტო". ღონისძიება ფერების ფესტივალით, ელექტრონული მუსიკითა და ფოიერვერკით დასრულდა.