ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტური შეაფასა ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისმა. სადამკვირვებლო მისიამ წინასწარი დასკვნა გამოაქვეყნა, რომელშიც ვკითხულობთ, რომ კანდიდატებს წინასაარჩევნო კამპანიის თავისუფლად წარმართვის საშუალება ჰქონდათ და ფუნდამენტური უფლებები ძირითადად დაცული იყო. მეორე ტური შეაფასეს სამართლიან არჩევნებში.