ქედის მუნიციპალიტეტში მცხოვრები უსახლკარო ოჯახები სოციალურ საცხოვრისში ბინებს ორ თვეში მიიღებენ. ოჯახებს გამგეობის მიერ შექმნილი კომისია შეარჩევს.
ბინები ყოფილი სამკერვალო საწარმოს შენობაში განთავსდება, რომლის რეკონსტრუქციისთვის ტენდერი 430 ათას ლარზე გამოცხადდა. ქედის გამგებლის მოადგილის ინფორმაციით, სამუშაოები გეგმის მიხედვით მიმდინარეობს.