ახალი მერების უფლებამოსილება

12 ნოემბერი 2017, 00:00 2786 ნახვა

ხვალიდან ბათუმის მერის პოსტს ლაშა კომახიძე ჩაიბარებს, ის გიორგი ერმაკოვს შეცვლის. ახალი მერები გადაიბარებენ მუნიციპალიტეტების გამგებლების თანამდებობებს. ქობულეთის მუნიციპალიტეტში სულხან ევგენიძეს მირიან ქათამაძე შეცვლის. ხელვაჩაურში – ნადიმ ვარშანიძეს, ჯუმბერ ვარდმანიძე. ქედაში – დავით დუმბაძეს ლევან გორგილაძე შეცვლის. შუახევში – ტარიელ ებრალიძე ფრიდონ ფუტკარაძე.

ხულოს მუნიციპალიტეტში კი ბესიკ ბაუჩაძეს ახალი მერი გოჩა მელაძე ჩაანაცვლებს. ექვსივე არჩეული მერი “ქართული ოცნების” კანდიდატია. მათი უფლებამოსილება ძალაში დღეიდან შედის, რაც ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის შესაბამისად, ავტომატურად მოქმედი მერისა და გამგებლის მათი მოადგილეების და უწყების სტრუქტურული ხელმძღვანელების უფლებამოსილების შეწყვეტას გულისხმობს. მაგრამ იმის გამო, რომ 12 ნოემბერი კვირაა ახალი მერებისთვის პირველი სამუშაო დღე ხვალ იქნება.

როგორც უკვე გითხარით დღეს კანონმდებლობის მიხედვით ბათუმის ახლად არჩეულ მერ ლაშა კომახიძეს უფლებამოსილება ენიჭება, თუმა მისი პირველი სამუშაო დღე ხვალ იქნება. მანამ კი დღეს სასტუმრო “ჰილტონში” უკვე ყოფილი მერ გიორგი ერმაკოვთან გამომშვიდობების და ლაშა კომახიძესთან შეხვედრის ცერემონიალი გაიმართება. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი