ბიუჯეტის პროექტის საჯარო განხილვა

10 ნოემბერი 2017, 00:00 2422 ნახვა

სავარაუდოდ 60 მილიონ ლარს დახარჯავს ბათუმის მერია ზღვისპირა ქალაქის ინფრასტრუქტურის გასაუმჯობესებლად. თვიმმართველობის  მიერ 2018 წლისთვის დაგეგმილ ღონისძიებებს შორისაა  გზებისა  და სანიაღვრე არხების მოწესრიგება, საბავშვო ბაღებისა და სპორტული კომპლექსების მშენებლობა, რეკოსნტრუქცია, გარე განათებების მოვლა და ა.შ. 

თუმცა პრიორიტეტებში ვერ მოხვდა ქალაქს შემოერთებული ტერიტორიების სრულად კეთილმოწყობა. ამისთვის მერიამ თანხა ბიუჯეტში არ გაითვალისწინა. ქალაქის მთავარი ფინანსური დოკუმენტის საჯარო განხილვა დასრულდა.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი