სავარაუდო ზეწოლის ფაქტი

10 ნოემბერი 2017, 00:00 2976 ნახვა

ორგანიზაციის მიერ მეორე ტურის წინასაარჩევნო პერიოდის შეფასებაში, ირაკლი როყვას წინააღმდეგ სავარაუდო ზეწოლის ფაქტიც მოხვდა. როგორც „სამართლიანი არჩევნების“ ხელმძღვანელმა მიხეილ ბენიძემ აღნიშნა, ოზურგეთის ოლქში ზეწოლა-მუქარის ოთხი და ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის ერთი ფაქტი გამოვლინდა. მისი თქმით, თითქმის, ყველა შემთხვევაში, ოზურგეთში სხვადასხვა საჯარო მოხელეა ჩართული, რომლებიც „ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის ბეგლარ სიორიძის სასარგებლოდ მოქმედებენ. ბენიძის განმარტებით, ზოგიერთ შემთხვევაში, „სამართლიანი არჩევნების“ დამკვირვებელთან საუბრისას, ოზურგეთის მცხოვრებლები ადასტურებენ ზეწოლისა და მოსყიდვის ფაქტებს, თუმცა ითხოვენ ანონიმურობის დაცვას. ბეგლარ სიორიძის შტაბის პოზიციას მომდევნო გაშვებაში შემოგთავაზებთ. 

რამდენიმე დღის წინ გაუჩინარებული გიორგი როყვა, რომელიც გუშინ შსს წარმომადგენლებმა იპოვეს, აცხადებს, რომ მასზე ძალადობა არავის განუხორციელებია. მისივე თქმით, არც ერთ კანდიდატს არ უჭერს მხარს.  შეგახსენებთ, გუშინ ოზურგეთში, ირაკლი როყვას გამოჩენამდე, აქცია გაიმართა, სადაც აცხადებდნენ, რომ მმართველი პარტიის კანდიდატის შტაბის მხრიდან როყვაზე ძალადობა განხორციელდა, მართლა გაუგზავნა თუ არა მან მესიჯები კონსტანტინე შარაშენიძის შტაბის წარმომადგენელს ირაკლი სირაძეს, პასუხობს, რომ არანაირი მესიჯები არ გაუგზავნია, ხოლო კითხვა, გაგზავნილია თუ არა სირაძის მიერ გასაჯაროებული მესიჯები მისი ტელეფონიდან, უპასუხოდ დატოვა. გიორგი როყვამ გამოკითხვის შემდეგ ინტერვიუ გურია ნიუსს მისცა.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი