უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის წესი იცვლება

10 ნოემბერი 2017, 00:00 2726 ნახვა

უმაღლესი სასწავლებლების ავტორიზაციის წესი იცვლება. სტანდარტები 3-დან 7-მდე იზრდება და რეგულაციები მკაცრდება. განახლებული სტანდარტის პილოტირების პროცესი უკვე დაიწყო. მასში რამდენიმე საგანმათლებლო დაწესებულება ჩაერთო, მათ შორისაა ბათუმის სახელწიფო უნივერსიტეტიც. სასწავლებლისთვის ეს ე.წ. გენერალური რეპეტიციაა, რადგან ავტორიზაცია, რომელსაც სამართლებრივი ძალა ექნება ბსუ-მ მომავალ წელს უნდა გაიაროს.  ექსპერტთა ჯგუფი, რომელშიც უცხოელი სპეციალისტებიც არიან რამდენიმე დღეა მუშაობს და რეკომენდაციებს ამზადებენ. მათი შეფასება, 10 დღეში გახდება ცნობილი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი