უცვლელი სახელწოდებით უცვლელ მისამართზე- კაფე ,,ფანტაზია” ძველ ფუნქციას ისევ დაიბრუნებს. ე.წ-ლი ,,რვაფეხას” რეაბილიტაცია აქტიურ ფაზაშია. ობიექტს, რომლის არქიტექტურაც მუდმივად იყო ყურადღების ცენტრში, მოზაიკა უკვე მოხსნილი აქვს, რაზეც სპეციალისტები თითქმის ნახევარი წელი მუშაობდნენ.
გასულ საუკუნეში აგებული, ქალაქის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათი სავარაუდოდ, 2019 წელს ამოქმედდება. 2 წელი კი როგორც სპეციალისტები აცხადებენ სწორედ სარეაბილიტაციო სამუშაოებს დასჭირდება. “რვაფეხას” რეაბილიტაციას ფონდი “ქართუ” აფინანსებს.