იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომა ხმაურით მიმდინარეობს. დაპირისპირების გამო სხდომაზე შესვენება რამდენჯერმე გამოცხადდა. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრები ნინო გვენეტაძისგან პასუხს რამდენიმე კითხვაზე მოითხოვენ, მათ შორის, თუ რატომ არ აწერს ხელს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ 34 მოსამართლის უვადოდ დამტკიცებას?