ბათუმში ათი აზერბაიჯანული ტურისტული კომპანიის წარმომადგენელი იმყოფება. ისინი ოთხი დღის განმავლობაში ბათუმის ღირსშესანიშნაობებს დაათვალიერებენ, მოინახულებენ მაღალმთიან აჭარასაც. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ორგანიზებით მსგავსი ტიპის ინფოტურები პერიოდულად სხვადასხვა ქვეყნის წარმომადგენლებისთვის იმართება.