წიგნის პრეზენტაცია

04 ნოემბერი 2017, 00:00 2387 ნახვა

პოეტ ვახტანგ აბულაძის წიგნის “სულის კიდობანის” პრეზენტაცია გაიმართა. წაიკითხეს მისი ლექსები. ვახტანგ აბულაძის პირველი ლექსი აჭარის ახალგაზრდა პოეტთა კრებულში დაიბეჭდა. იგი წლების განმავლობაში პრესაში მოღვაწეობდა. 

ადგილობრივ და რესპუბლიკურ ჟურნალ-გაზეთებში აქვეყნებდა სხვადასხვა ჟანრის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ თუ რელიგიურ თემებზე დაწერილ პუბლიკაციებსა და ლექსებს. იყო გაზეთების “სხალთის ზარები” და საჩინო”-ს რედაქტორის მოადგილე. იყო პირველი მოწვევის აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი. წიგნის პრეზენტაცია მწერალთა კავშირში გაიმართა.

ქეთევან ბოლქვაძე
წამყვანი და ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი