“ევროპა სახლია“ - საინფორმაციო კამპანიის ფარგლებში არასამთავრობო ორგანიზაცია „დემოკრატიის ინსტიტუტის„ წარმომდგენლები ხულოში პედაგოგებს შეხვდნენ.
მასწავლებლები იმ წესებს გაეცნენ, რომლებიც ევროკავშირის წევრ ქვეყნებში მოგზაურობისას უნდა დაიცვან. გაიმართა ვიდეო-რგოლის ჩვენება და დარიგდა საინფორმაციო ბუკლეტები. მსგავსი შეხვედრები ქედასა და შუახევშიც იგეგმება.