საქართველოს მოქალაქე პაატა ბაკურაძე პარლამენტის წინააღმდეგ. დღეს საკონსტიტუციო სასამართლოში სხდომა გაიმართება, დავის საგანს „სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 463 მუხლის მე-3 პუნქტის კონსტიტუციურობა საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით წარმოადგენს.
მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სადავო ნორმით ირღვევა კანონის წინაშე ყველას თანასწორობის უფლება. კერძოდ, 2008 წლის 1 დეკემბრიდან 2009 წლის 1 თებერვლამდე შინაგან საქმეთა სამინისტროდან შეიარაღებულ ძალებში გადასული პირებს, სპეციალური წოდებით ნამსახურები წლები ეთვლებათ სამხედრო სამსახურის სტაჟში.
მოსარჩელემ აღნიშნული ქმედება განახორციელა, 2005 წელს, შესაბამისად ზემოხსენებული პირებისაგან განსხვავებით, მას შინაგან საქმეთა სამინისტროში ნამსახურები წლები არ ეთვლება სამხედრო სამსახურის სტაჟში, რის გამოც ვერ იღებს სახელმწიფო კომპენსაციას.საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს მეორე კოლეგია განიხილავს.