სად გააგრძელებს საქმიანობას გიორგი ერმაკოვი

02 ნოემბერი 2017, 00:00 3635 ნახვა

რჩევები ახალ არჩეულ მერს ჯერ კიდევ მოქმედისგან. გიორგი ერმაკოვი ლაშა კომახიძეს მომავალ საქმიანობაში წარმატებებს უსურვებს და  იმედს გამოთქვამს, რომ თვიმმართველობის მიერ დაწყებული ყველა პროექტი გაგრძელდება, რომ  ახალი მერი  ზღვისპირა ქალაქს ბევრ სიახლეს შემატებს.

,,მთავარის” შეკითხვაზე გააგრძელებს თუ არა იგი საქმიანობას ბელარუსის ელჩის პოზიციაზე, გიორგი ერმაკოვი ამბობს რომ ამ ვერსიის შესახებ არ სმენია და ინფორმაცია პირველად დღეს გაიგო.

გიორგი ერმაკოვი არ აკონკრეტებს რა შეთავაზებები აქვს,  თუმცა აცხადებს, რომ იქნება იქ, სადაც  გუნდი გადაწყვეტს.

ამავე კატეგორიაში