სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტი სკოლაში

01 ნოემბერი 2017, 00:00 2567 ნახვა

სამართალდამცველები ბათუმის ერთ-ერთ სკოლაში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლეზე შესაძლო სექსუალური შევიწროების ფაქტს იძიებენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აღძრა, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

არაა დაკონკრეტებული რომელი ნაწილით მიმდინარეობს გამოძიება, მუხლი რამდენიმე ხასიათის დანაშაულს მოიცავს, მათ შორისაა სავარაუდო დამნაშავის წინასწარი შეცნობით ჩადენილი დანაშაული არასრულწლოვნის მიმართ. პარალელურად საკითხის მოკვლევა დაწყებული აქვს განათლების სამინისტროს. ინფორმაცია, სავარაუდო სექსუალური შევიწროვების შესახებ პირველად გაზეთმა „ბათუმელებმა“ გაავრცელა.

თეონა თურმანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი