მოსწავლე მასწავლებლის მხრიდან სექსუალური შევიწროების ფაქტზე საუბრობს

01 ნოემბერი 2017, 00:00 8187 ნახვა

ბათუმში მასწავლებლის მხრიდან მოსწავლის მიმართ სექსუალური შევიწროების სავარაუდო ფაქტს შინაგან საქმეთა სამინისტრო იძიებს. საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით აღიძრა, რაც სექსუალური ხასიათის ძალმომრეობით მოქმედებას გულისხმობს.

გავრცელებული ინფორმაციით, სკოლის მანდატურს მე-11 კლასის მოსწავლემ რამდენიმე დღის წინ მიმართა. სექსუალური შევიწროების ფაქტს გამორიცხავენ პედაგოგები და სკოლის დირექტორი. ‘’არ არის სიმართლე, რაზეც ახლა ეს აჟიოტაჟი აგორდა. მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ჩვეულებრივად  შელაპარაკება მოხდა. შეუბრუნა მოსწავლემ ენა და ამის გამო აგორდა ამბავიც’’ - ამბობს ერთ-ერთი მასწავლებელი.  

‘’მე არა მაქვს მსგავსი ინფორმაცია, ამბავი სკოლის გარეთ ცოტა სხვანაირი ფორმით გავიდა. მასწავლებელმა  ბიულეტენი აიღო, შეუძლოდ არის, იმდენად ინერვიულა.  ასაკოვანი კაცია, ღვაწლმოსილი პედაგოგი და სეროზული ადამიანია’’.

სკოლის დირექტორი კი განმარტავს, რომ მოსწავლემ  ახსნა-განმარტებითი ბარათი დაწერა, თუმცა აღნიშნული ფაქტი სკოლის ხელმძღვანელთან არ უხსენებია. ‘’ერთადერთი ჩემთვის ცნობილია ის ფაქტი, რომ მასწავლებელი მოსწავლეს სახლში ამზადებდა, რაც დაუშვებელია და ფაქტს დისციპლინური კომიტეტი იკვლევს. მოსწავლემ დამიწერა ახსნა-განმარტებითი ბარათი, რომ  ამ პედაგოგთან ემზადებოდა, სხვა მას ჩემთვის არაფერი უთქვამს.’’

მოკვლევას აჭარის განათლების, მეცნიერებისა და სპორტის  სამინისტროც აწარმოებს.

ინფორმაცია პირველად გუშინ "ბათუმელებმა" გაავრცელეს.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი