უბედური შემთხვევა ტყიბულში

28 ოქტომბერი 2017, 00:00 3074 ნახვა

240-ე მუხლით მიმდინარეობს გამოძიება ტყიბულის შახტაში მომხდარ ფაქტზე, რაც სამთო - სამშენებლო ან სხვა სამუშაოების დროს უსაფრთხოების ნორმების დარღვევას გულისხმობს. მინდელის სახელობის შახტაში უბედური შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დავით ფორჩხიძე გარდაიცვალა.

”საქნახშირი ჯი-აი-ჯი ჯგუფის” ინფორმაციით, უბედური შემთხვევა მიწისქვეშა სამუშაოების დროს, სამთო მასის ჩამოშლის გამო მოხდა. პროცესში ჯანდაცვის და შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები არიან ჩართული. გარდაცვლილის ოჯახის წევრების ინფორმაციით გარდაცვლილი შახტაში 9 წლის მანძილზე მუშაობდა და გამოცდილი იყო. ოჯახი გამოძიების შედეგებს ელოდება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი