ქობულეთის მოსახლეობას წყალი არ მიეწოდება

26 ოქტომბერი 2017, 00:00 3321 ნახვა

„ქობულეთის წყლის“ ინფორმაციით, „ენერგოპრო ჯორჯიას“ მიერ გეგმიური სამუშაოების გამო მთელი დღის განმავლობაში ქობულეთის მოსახლეობას წყალმომარაგება შეეზღუდება. კომპანიის დირექტორის ოთარ ზოიძის განცხადებით, აბონენტებისთვის წყლის მიწოდება 20 საათიდან, ეტაპობრივად დაიწყება.  მუნიციპალიტეტში ელექტროგადამცემი სადენები იცვლება. შუქი ამ ეტაპზე 1500 აბონენტს არ მიეწოდება. 

 კომპანია აბონენტებს  შეფერხებისთვის ბოდიშს უხდის.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი