ვანო მერაბიშვილის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი თავისუფალია

25 ოქტომბერი 2017, 00:00 3497 ნახვა

შინაგან საქმეთა მინისტრისა და თბილისის მერის ყოფილი მოადგილე შოთა ხიზანიშვილი თავისუფალია. მან ე.წ მატროსოვის ციხე რამდენიმე წუთის წინ დატოვა. ხიზანიშვილმა ციხეში წელიწადი და 4 თვე გაატარა. საპატიმრო ხიზანიშვილმა უკომენტაროდ დატოვა. 

2016 წელს თბილისის საქალაქო სასამართლომ შოთა ხიზანიშვილი სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტებაში ბრალდებულად ცნო და  2 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა, თუმცა ამნისტიის კანონის გათვალისწინებით, საპატიმროში გატარებული 2 თვე გამოაკლდა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ყოფილ მაღალჩინოსნებს, შოთა ხიზანიშვილს, ლევან ქარდავასა და ვაჟა ლელუაშვილს ბრალად უფლებამოსილების გადამეტება, კომპიუტერული ვირუსების გზით ყოფილი ოპოზიციის ლიდერების უკანონო მოსმენები და ბიძინა ივანიშვილის დაცვის თანამშრომელ ბესიკ სურმავაზე ზეწოლა ედებოდათ.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი