‘’ცნობაში წერია, რომ მერაბ ღოღობერიძის ბადრაგირება შესაძლებელია’’ - დავით მამისეიშვილი

24 ოქტომბერი 2017, 00:00 2906 ნახვა

მერაბ ღოღობერიძე ბათუმის საქალაქო სასამართლოში მიმდინარე სხდომას არ ესწრება.  იგი  პროცესის გადადებას ითხოვდა, მიზეზად კი ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებას ასახელებდა. მოსამართლე დავით მამისეიშვილმა პენიტენციალური დაწესებულებიდან მიღებული ცნობის შემდეგ,  სხდომის განახლების გადაწყვეტილება მიიღო. დოკუმენტში ეწერა, რომ მერაბ ღოღობერიძის ბადრაგირება შესაძლებელია.

11-12 მარტის მოვლენების ორგანიზებაში ბრალდებულს ანალოგიური მოთხოვნა გუშინაც ჰქონდა.  

ირაკლი ჩხვირკიასა და მერაბ ღოღობერიძის სასამართლო პროცესზე დღეს მოწმეებს დაკითხავენ. გუშინდელი სხდომა 6 საათზე მეტ ხანს გაგრძელდა, დაიკითხა 6 მოწმე, მათ შორის გამომძიებლები და ექსპერტები.

თიკო სუსარეიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი