ხელვაჩაურის სარეზერვო ფონდი 80 ათასი ლარით გაიზარდა

21 ივნისი 2016, 00:00 3494 ნახვა

საარჩევნო პლაკატების გაკვრა გარე განათების ბოძებზეც იქნება შესაძლებელი - ცვლილება ხელვაჩაურის საკრებულოს დღევანდელ სხდომაზე მიიღეს. ასევე ისაუბრეს მიმდინარე წლის ბიუჯეტში ცვლილებების შეტანის შესახებაც, რაც შემოსულობების ხარჯზე სარეზერვო ფონდის 80 ათასი ლარით გაზრდას ითვალისწინებს. გამგეობა აღნიშნული თანხით ინფრასტრუქტურული სამუშაოების შესრულებასა და სოციალურად დაუცველთა დახმარებას გეგმავს. ინიციატივა მიუღებელია ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებისთვის და მიაჩნიათ, რომ გამგეობა თანხებს წინასაარჩევნოდ მოსახლეობის მოსასყიდად გამოიყენებს. ბრალდებას არ ეთანხმება ხელვაჩაურის გამგებელი  და აცხადებს, რომ დახმარებების გაცემაზე სპეციალური შიდა კომისია იმუშავებს და პროცესი გამჭვირვალე იქნება.

ამავე კატეგორიაში