''მხარდაჭერა  პრობლემების მოგვარებაში  უნდა გამოიხატოს''- პრეზიდენტი 

23 ოქტომბერი 2017, 00:00 2918 ნახვა

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს საქართველოს პრეზიდენტი გამოეხმაურა მისი თქმით არჩევნების პროცესში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრა და გათვალისწინება ქართული დემოკრატიისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. გიორგი მარგველაშვილი იმედს გამოთქვამს, რომ არჩევნების მეორე ტურიც მშვიდ ვითარებაში ჩაივლის და ამომრჩევლის აქტივობაც მაღალი იქნება.

„ ვუსურვებ წარმატებულ საქმიანობას, არჩევნებში მიღებული ხალხის მხარდაჭერა კი, ამ ხალხის პრობლემების მოგვარებაში უნდა გამოიხატოს. მინდა, მადლობა ვუთხრა საერთაშორისო და ადგილობრივ სადამკვირვებლო მისიებს თვითმმართველობის არჩევნების მიმართ გამოჩენილი მაღალი ინტერესისა და კვალიფიციური მონიტორინგისათვის. ", - აღნიშნულია პრეზიდენტის განცხადებაში.

ამავე კატეგორიაში