ბათუმის ხელოვნების ცენტრში დღეს ანსამბლ „გორდელას“ საიუბილეო კონცერტი გაიმართება. როგორც ანსამბლის ხელმძღვანელმა, თამაზ მამალაძემ განაცხადა, საიუბილეო კონცერტისთვის ბათუმი შემთხვევით არ აურჩევიათ, რადგან მოღვაწეობის დიდი ნაწილი აქ აქვთ გატარებული.
ჯგუფი 10 წლის წინ თბილისის სახელმწიფო უნიოვერსიტეტის სტუდენტებისგან შეიქმნა.