გიორგი მარგველაშვილი ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის საერთაშორისო სადამკვირვებლო მისიას შეხვდა. საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ორგანიზაციის მიერ არჩევნებზე დაკვირვებას საქართველო აღიქვამს, როგორც მეგობრების დახმარებას, რომლებიც ქვეყნის დემოკრატიულ განვითარების პროცესში მეთოდების და გზების დახვეწაზე ზრუნავენ.