ვეტერანების სახელმწიფო სამსახურის აჭარის სამმართველოს წევრებმა და სხვადასხვა ომში მებრძოლმა ვეტერანებმა ვეტერანთა დღე აღნიშნეს.
მათ გმირთა ხეივანში ჟიული შარტავას მემორიალი გვირგვინით შეამკეს და პატივი მიაგეს სოხუმის ბოლო მცველებს, ადამიანებს, რომლებიც სოხუმის დაცემის შემდეგ სეპარატისტულმა დაჯგუფებებმა ქალაქში დახვრიტეს.