ფაროსანას წინააღმდეგ ციტრუსის შეწამლვა დაიწყო

18 ოქტომბერი 2017, 00:00 3564 ნახვა

ფაროსანას წინააღმდეგ ციტრუსის შეწამვლა აჭარაში დღეს დაიწყო. პროცესი სოფლის მეურნეობის სამინისტროში თავდაპირველად  ხვალისთვის დაანონსეს, თუმცა გამოდარების   გამო, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებების ჩატარება დღეიდან დაიწყეს.  სამუშაოებში 22 სპეციალური ტექნიკა ჩაერთვება.

აჭარის სოფლის მეურნეობის მინისტრის ინფორმაციით, 13 ათასი ლიტრი ბიფენტრინის შემცველი პრეპარატი სოფლის მეურნეობის საქართველოს სურსათის ეროვნულმა სააგენტომ გადასცა. აჭარის მთავრობის სარეზერვო ფონდიდან მექანიზაციის საშუალებების მომსახურების შესყიდვისთვის 300 ათასი ლარი გამოიყო. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი