შინაგან საქმეთა სამინისტრო მოქალაქის სასარგებლოდ 30 000 დაჯარიმდა

17 ოქტომბერი 2017, 00:00 3596 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 30 000 ლარის ჯარიმა, 2011 წლის 26 მაისის საპროტესტო აქციის დარბევს დროს დაზარალებული მოქალაქის სასარგებლოდ დაეკისრა. აქციის დარბევისას დაზარალებული მოქალაქის გ.გ  ინტერესებს სასამართლოში ადამიანის უფლებათა ცენტრი იცავდა.

"დაზარალებული პარლამენტთან მიმდინარე მშვიდობიანი აქციის მონაწილე იყო, რომელიც სამართალდამცავებმა სცემეს და გაურკვეველი იარაღის გამოყენებით მძიმედ დაუზიანეს ფეხი. სხეულის დაზიანებებით და უმძიმესი დიაგნოზით მოთავსდა კლინიკაში. აქციის დარბევის ბრძანების გამცემი,  შსს ყოფილი მინისტრი ივანე მერაბიშვილი სასამართლომ დამნაშავედ სცნო - სახელმწიფო პოლიტიკური თანამდებობის პირის  სამსახურებრივი უფლებამოსილების გადამეტების საფუძვლზე 12 ოქტომბერს კი თბილისის საქალაქო სასამართლომ შინაგან საქმეთა სამინისტროს კონკრეტულმა მოქალაქემ მიმართა და  მის სასარგებლოდ, მორალური ზიანის ანაზღაურება, 30000 ლარი დაეკისრა სამინისტროს." - წერია ორგანიზაციის პრესსრელიზში.

ანალოგიური საქმეზე, შინაგან საქმეთა სამინისტროს, კიდევ ერთმა მოქალაქემ მოუგო სასამართლო დავა.  13 ივლისის სასამართლო გადაწყვეტილებით, სამინისტროს კიდევ ერთი დაზარალებულის - ო.ჩ.-ს სასარგებლოდ დაეკისრა მორალური ზიანის ანაზღაურება, 5 000 ლარი. 

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი