სოფელ ღურტას სკოლას საფრთხე ემუქრება

17 ოქტომბერი 2017, 00:00 5986 ნახვა

ძლიერმა წვიმამ და ქარმა ხულოში, სოფელ იაკობაძეებში ღურტას სკოლის მიმდებარე ტერიტორია ჩახერგა. დაზიანებულია გზის ნაწილი. საფრთხე სასწავლო დაწესებულებასაც ემუქრება. სკოლაში სასწავლო პროცესი არ შეწყვეტილა. 

სოფელ იაკობაძეების საჯარო სკოლა

სოფელი იაკობაძეები...

მეორე დღეა ჩაოს და ღურტას მოსახლეობა გარესამყაროსაა მოწყვეტილი. გუშინ ღამით მეწყრული პროცესები სოფელ პაქსაძეებშიც განვითარდა, რის გამოც მოსახლეობა ცენტრთან დაკავშირებას ვერ ახერხებს.სტიქიამ წყლის სათავე ნაგებობა დააზიანა. დაბა ხულოს  წყალი არ მიეწოდება.

შეზღუდვებია ელექტრომომარაგებაშიც. შუქი სოფელ დანისპარაულის, დიოკნისისა და რიყეთის მოსახლეობას არ მიეწოდება. „ენერგო პრო ჯორჯიას“ ინფორმაციით,  სამუშაოები დაწყებულია და ელექტროენერგიის მიწოდება მალე აღდგება.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში