უსაფრთხო სათამაშო - კონფერენცია ამ სახელწოდებით თბილისში მიმდინარეობს. მონაწილეები ქართულ ბაზარზე არსებულ ვითარებას და ამ კუთხით სათამაშოების უსაფრთხოების საკითხს განიხილავენ. კონფერენცია სახალხო დამცველის კამპანიის ფარგლებში ტარდება. კამპანია უჩა ნანუაშვილის ინიციატივით 1 ივნისს დაიწყო.