ხულოში თოვლმა ელექტროგადამცემი ხაზები დააზიანა

16 ოქტომბერი 2017, 00:00 4089 ნახვა

ხულოს მაღალი ზონის სოფლებში თხილვანასა და დანისპარაულში ამ დროისთვის თოვლის საფარმა ოთხ სანტიმეტრს მიაღწია. საავტომობილო გადაადგილებასთან დაკავშირებით, ნალექს პრობლემები არ შეუქმნია.

დაზიანებულია ელექტროგადამცემი ხაზები, რის გამოც თხილვანას თემის 4 სოფელს, 500-მდე აბონენტს შუქი არ მიეწოდება. "ენერგო პრო ჯორჯიას" წარმომადგენლების ინფორმაციით, აღდგენითი სამუშაოები უკვე დაწყებულია და შუქის მიწოდება დღის მეორე ნახევარში აღდგება. 

ხულოს გამგებლის მოვალეობის შემსრულებლის ლაშა ბოლქვაძის ინფორმაციით,  ძლიერი წვიმის გამო სოფელ წაბლანაში მეწყრული პროცესები განვითარდა. ჩაკეტილია გზაც. სოფელ ძირკვაძეებში ღვარცოფმა მიწის ნაკვეთები დატბორა. ამ დროისთვის დამეწყრილ ტერიტორიებზე ტექნიკა მუშაობს. მუნიციპალიტეტის გამგეობაში შექმნილია საგანგებო შტაბი. 

გოდერძის უღელტეხილზე ორი დღის წინ გათოვდა. კურორტზე ამ დროისთვის წვიმს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი