ბათუმიდან ჩაქვის მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა აღდგენილია. საცობი ძლიერი წვიმის შედეგად ადიდებულმა მდინარემ შექმნა, კალაპოტიდან გადმოსულმა წყალმა გზა ჩახერგა.
გზიდან წყალი მალევე გაიწრიტა და ამ დროისთვის მაგისტრალზე გადაადგილება მძღოლებისთვის უსაფრთხოა.