შემცირებული ტრანსფერი აჭარას

15 ოქტომბერი 2017, 00:00 1884 ნახვა

2018 წლის ბიუჯეტი გათვალისწინებულია აჭარის რეგიონის გამოთანაბრებითი ტრანსფერიც. ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტი 39 მილიონს მიიღებს. ქობულეთის გამოთანაბრებითი ტრანსფერი 2 მილიონითაა შემცირებული და 6 მილიონი ლარი იქნება. 6 მილიონს მიიღებს ხელვაჩაური. 4 მილიონი ლარი იქნება გამოთანაბრებითი ტრანსფერით  ქედისთვის.

ხულო კი მილიონ 456 ათას ლარს.  შუახევისთვის გამოთანაბრებითი ტრანსფერი გათვალისწინებული არ არის. ბათუმის ახალი შემოვლითი გზა - 70 მლნ ლარია გათვალისწინებული. ქობულეთის ახალი შემოვლითი გზისა და ხულო - ზარზმის მონაკვეთის რეაბილიტაცია -რეკონსტრუქციისთვის 30-30 მლნ ლარია გამოყოფილი. გამოთანაბრებითი ტრანსფერების შემცირებას მუნიციპალიტეტების შემოსავლების ზრდას უკავშირებს მმართველი პარტია.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი