საქველმოქმედო გარბენი გაიმართა ბათუმში. სპორტული აქტივობის მიზანი ძუძუს კიბოთი დაავადებული ქალების დახმარებაა. დისტანცია 6 კილომეტრი იყო, გარბენი ანბანის კოშკის მიმდებარე ტერიტორიაზე დაიწყო და ახალ ბულვართან დასრულდა.
საქველმოქმედო ღონისძიებაში 100-ზე მეტი მოხალისე ჩაერთო, მათ შორის იყვნენ მედიკოსები. მათი თქმით, დაავადების ადრეული დიაგნოსტიკა მნიშვნელოვანია. არასამთავრობო ორგანიზაცია ევროპა ნოდა და სამედიცინო დაწესებულების ორგანიზებით საქველმოქმედო გარბენი წელს მეორედ გაიმართა.