ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე „ქარიშხალი 2017“ საჩვენებელი სწავლებით დასრულდა. სამხედრო მოსამსახურეებმა საბრძოლო სროლები განახორციელეს და რეალობასთან მაქსიმალურად მიახლოებული შეტევითი ოპერაცია შეასრულეს.
სამდღიანი სწავლების განმავლობაში სამხედრო მოსამსახურეები მართვის პუნქტების ამოქმედების, კავშირის დამყარებისა და შენარჩუნების, ასევე, ტაქტიკური მარშის განხორციელებისთვის საჭირო უნარებს დაეუფლნენ და უსაფრთხოების ღონისძიებების გატარების სხვა მეთოდებს გაეცნენ.