რა იწვევს შავ ზღვაში დელფინების დაღუპვას? მიზეზების დადგენაში ქართველ სპეციალისტებს ჰოლანდიელი მეცნიერები ეხმარებიან. ქვეყანაში არ არსებობს დიაგნოსტიკური ცენტრი, სადაც ზღვის ბინადრების, მათ შორის ზღვის ძუძუმწოვრების დაავადებებს სიღრმისეულად გამოიკვლევენ და პრევენციის მიზნით ღონისძიებებს დაგეგმავენ. დაგეგმილია ლაბორატორიის გახსნა თბილისის ზოოპარკის ბაზაზე. დელფინების დიაგნოსტიკასა და ეკოლოგიაზე დღეს ბათუმში სემინარი ჩატარდა.