საკუთრების უფლების ჩამორთმევა - სასამართლოს განაჩენი

12 ოქტომბერი 2017, 00:00 2322 ნახვა

ბათუმის საქალაქო სასამართლომ ხელვაჩაურის საკრებულოს მიწის აღიარების კომისიის 2008 წლის გადაწყვეტილება ბათილად გამოაცხადა. საქმე ეხება ახალ ბულვარში მიწის ნაკვეთს, რომელიც იმავე კომისიამ  ნუგზარ ფაღავას 2007  წელს დაუკანონა, ერთი წლის შემდეგ კი ჩამოართვა. არგუმენტად კი  ნაკვეთის ტურისტული განვითარების ზონაში მდებარეობა დასახელდა. სასამართლოს გადაწყვეტილებით, ბათუმის მერიის მიწის აღიარების კომისიას  საკითხის განხილვა და ახალი აქტის გამოცემა დაევალა.

ნუგზარ ფაღავას კიდევ ერთი  ნაკვეთის ჩამორთმევის საქმე  აქვს გასაჩივრებული, რომელიც აღნიშნულის მიწის მომიჯნავედ მდებარეობს.  როგორც თავად ყვება, ექსპროპრიაციის მოტივით 2010 წელს ქონება დაათმობინეს, სანაცვლოდ კი მიზერული თანხა შესთავაზეს. ნუგზარ ფაღავა ამბობს, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე გზა არ გასულა.  ნაკვეთი სახელმწიფომ სასტუმროს მშენებლობისთვის  გაასხვისა. 

„მითხრეს, რომ საკუთრება დაევიწყებინა, თუმცა 2012 წელს საქმე პროკურატურაში მაინც გავასაჩივრე. გამოძიება ამ დრომდე მიმდინარეობს“ - იხსენებს დაზარალებული.

მზია მართალიშვილი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

#უყურეთ!

ამინდი