ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდთან დაკავშირებით საგარეო უწყება განცხადებას ავრცელებს.

12 ოქტომბერი 2017, 00:00 2647 ნახვა

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების 41-ე რაუნდთან დაკავშირებით საგარეო საქმეთა სამინისტრო განცხადებას ავრცელებს. მოლაპარაკებების ფარგლებში განხილვის მთავარი საგანი საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დარჩენილი ქართველების მიმართ მიმდინარე ეთნიკური წმენდა და რუსეთის დესტრუქციული ქმედებები იყო.

საქართველოს წარმომადგენლებმა  სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი დევნილი მოსახლეობის კუთვნილი სახლების მასიურად განადგურების საკითხი დააყენეს. თანათავმჯდომარეებს კი მოუწოდეს მოინახულონ ცხინვალის რეგიონის განადგურებული ქართული სოფლები და აღნიშნულ უკანონო პროცესს სათანადო შეფასება მისცენ. ქართველმა მონაწილეებმა ეთნიკურ ნიადაგზე ძალადობის წახალისებად შეაფასეს ასევე გიგა ოთხოზორიას მკვლელის არ დაკავებასთან დაკავშირებით საოკუპაციო რეჟიმის გადაწყვეტილება.

საუბარი შეეხო საოკუპაციო ხაზზე ე.წ. გადასასვლელი პუნქტების დახურვის, აგრეთვე მავთულხლართებისა და სხვადასხვა ხელოვნური ბარიერების აღმართვის მძიმე ჰუმანიტარულ შედეგებს. ყურადღება დაეთმო რუსეთის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შეუსრულებლობას. მოლაპარაკებების მორიგი რაუნდი  2017 წლის 12-13 დეკემბერს გაიმართება.

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

არჩევნები 2024

პოპულარული

ამინდი